დავით ბაქრაძე: “ოცნება”, რომელიც “პატრიოტების” პატრონია, იძულებული გახდა, რომ აჭარის ბანერის გამო მას გამიჯნოდა

“ოცნება”, რომელიც “პატრიოტების” პატრონია, იძულებული გახდა, რომ აჭარის ბანერის გამო მას გამიჯნოდა, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ “ტვ პირველის” გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა” განაცხადა.

“პატრიოტთა ალიანსი” სრულიად ნათელი შემთხვევაა და მის პრორუსულობაზე ვფიქრობ ბევრი მსჯელობა არ გვჭირდება. ეს ხალხი თავადაც არ უარყოფს იმას, რომ მოსკოვში დადის, მოსკოვში ხვდება. მათი კურსი და გეზი სრულიად გასაგებია, მაგრამ რაც მოხდა აჭარის ბანერთან დაკავშირებით, იმდენად დამაზიანებელი იყო ქართული სახელმწიფოსთვის, რომ “ქართული ოცნებაც” კი, რომელიც არის პოლიტიკური პატრონი “პატრიოტთა ალიანსის”, იძულებული გახდა გამიჯვნოდა და გამოსულიყო და ეთქვა, რომ სწორი არ არის.

საქართველოს სიძლიერე არის ორგანიზმის ერთიანობაში და როგორც კი შენ სახელმწიფოს დაჩეხვას იწყებ სხვადასხვა ნიშნით, შენ ასუსტებ ქართულ სახელმწიფოს. როგორც კი იძახი, რომ აი ჩვენი მუსლიმების თემი არ არიან ბოლომდე ჩვენნაირი ქართველები, იმიტომ რომ მუსლიმები, ეს პირდაპირ ურტყამს სახელმწიფო ინტერესს”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად