დავით ბაქრაძე: მოლაპარაკებაში სამგორი ჩვენს კვოტად განიხილებოდა, მაგრამ ენმ-თან ამაზე პრობლემა არ გვაქვს

“რაც გუშინ “ნაციონალურმა მოძრაობამ” გააკეთა სწორი და კარგი ნაბიჯი იყო ზუსტად მრავალფეროვნების ნაწილში”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ გადაცემაში “პოლიტმეტრი” განაცხადა. 

კითხვაზე, მათ შორის კონკრეტულ ოქლებთან მიმართებაშიც? – ბაქრაძე პასუხობს:

“კონკრეტული ოლქები იმ ერთი ოლქის სანაცვლოდ გადადგმული ნაბიჯი იყო, რომელზეც ჩვენ პრობლემა არ გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ მოლაპარაკებაში სამგორი უფრო “ევროპული საქართველოს” კვოტად განიხილებოდა. პრობლემა არ გვაქვს ამაზე. იყოს ასე. დიდი პარტიაა და რახან ასეთი ნაბიჯი გადადგეს, ამაში მე პრობლემას ვერ ვხედავ”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად