დავით ბაქრაძე: მამუკა ხაზარაძე რაც უფრო გულწრფელი იქნება, მით უფრო მეტი მხადაჭერის მოპოვებას შეძლებს

საპარლამენტო უმცირესობის წევრის დავით ბაქრაძის შეფასებით, მამუკა ხაზარაძე რაც უფრო გულწრფელი იქნება საკუთარ განმარტებებში, მით უფრო მეტ მხარდაჭერას მოიპოვებს საზოგადოების მხრიდან.

მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რას ედავება ხელისუფლება “თი ბი სი ბანკს” და ვინ დგას ამ დავის უკან.

თუმცა, დეპუტატი აქვე დასძენს, მამუკა ხაზარაძის გადასაწყვეტია, ღიად და დეტალურად ისაუბრებს თუ არა ყველაფერზე.

“რა თქმა უნდა მამუკა ხაზარაძის გადასაწყვეტია, რამდენად გულწრფელი ან არაგულწრფელი იქნება ის ამ ყველაფრის შეფასებაში.

მაგრამ ერთი რამ მკაფიოდ უნდა ესმოდეს, თუ მას სურს საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება, ის უნდა იყოს გულწრფელი საზოგადოებასთან. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა ხდება, რას ედავება ხელისუფლება “თიბისი ბანკს”, რატომ ედავება და ვინ დგას ამ დავის უკან. ამიტომ, რაც უფრო გულწრფელი იქნება მამუკა ხაზარაძე, მით უფრო მეტი შანსი და პერსპექტივა ექნება მას საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვების. მისი გადასაწყვეტია, მას შეუძლია იყოს ან არ იყოს გულწრფელი, მე მას ვერ ვურჩევ”, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად