დავით ბაქრაძე: კარგი იქნება, რომ ოპოზიციამ კონკრეტული კანდიდატები სიმბოლურად 20 ივნისს დაასახელოს

კარგი იქნება, რომ ოპოზიციამ კონკრეტული კანდიდატები სიმბოლურად 20 ივნისს დაასახელოს, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ გადაცემაში “პოლიტმეტრი” განაცხადა.

“ყველას გვესმის, რომ თბილის არის ხოლმე მთავარი ტონის მიმცემი და მთავარი ბრძოლა თბილისში არის ხოლმეო. ამიტომ, ამ სცენაზე ყოფნა ნორმალური და სწორი ამბიციაა პარტიების მხრიდან. ამ წუთის მდგომარეობით პროცესში ყველაფერი გარკვეულია და სწორი მიმართულებით მიდის. მე ვერ ვხედავ გადაულახავ წინააღმდეგობას. პირიქით, პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ, რომ საკმაოდ ახლო მომავალში პარტიები შევთანხმდებით, თუ ვინ, როგორ და რა პროპორციით იქნება თბილისში წარმოდგენილი კანდიდატებად. მე არ მინდა თარიღები დავასახელო და დედლაინები, მაგრამ ვფიქრობ, რომ სიმბოლურად 20 ივნისი კარგი თარიღი იქნებოდა იმისათვის, რომ ოპოზიციამ დაასახელოს კონკრეტული კანდიდატები, სად ვინ იქნება”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად