დავით ბაქრაძე IRI-ს კვლევაზე: მთავარი დასკვნაა, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა ოპოზიციის ერთიანობას ექნება

სოციოლოგიურ გამოკითხვაში ნათქვამი პასუხიდან “არ ვიცი”, 1/3 მიდის ხელისუფლებასთან,ხოლო 2/3-ოპოზიციასთან, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა IRI-ს კვლევასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ვინც ამბობს, რომ არ იცის ვის მისცემს ხმას, ხელისუფლების ზეწოლის ეშინია.

“საერთაშორისო პრაქტიკითაც და ქართული გამოცდილებითაც როგორც წესი პასუხი “არ ვიცი” იყოფა შემდეგნაირად – 1/3 მიდის ხელისუფლებასთან, 2/3 მიდის ოპოზიციასთან. იმიტომ, რომ ადამიანები, რომლებიც არ ენდობიან კვლევის კონფიდენციალობას, ვისაც ეშინია ხელისუფლების მხრიდან მაგალითად სამსახურის დაკარგვის და ეშინია სხვა ნაბიჯების, ის მარტივად იძახის, რომ არ ვიცი, ან არ ვიტყვი. თუ ავიღებთ ამ 2/3-ს და დავუმატებთ იმ ნეგატივს, რაც “ოცნებას” აქვს, ჩანს, რომ ერთიან ოპოზიცია არჩევნების მოგების და კოალიციის შექმნის სერიოზული შანსი აქვს. მთავარი დასკვნა ექნება იმას, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ოპოზიციის ერთიანობას”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 64% აღნიშნავს, რომ არც ენდობა და არც არ ენდობა ქართულ პოლიტიკურ პარტიებს. გამოკითხულთა 21% სრულიად არ ენდობა მათ, 11% სრულიად ენდობა, ხოლო 3%-ს აღნიშნულ შეკითხვაზე პასუხი არ აქვს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად