დავით ბაქრაძე: ერთიანი მაჟორიტარის დასახელებისას პარტიების მსოფლმხედველობას მეტი მნიშვნელობა ექნება 

“მესმის თქვენი ინტერესი, მაგრამ სახელებსა და გვარებს ვერ დაგიდასტურებთ, იმიტომ რომ ეს იქნება შიდა სამზარეულოს წინასწარ გარეთ გამოტანა, რაც ჩემი მხრიდან არაკორექტული იქნება”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ გადაცემაში “პოლიტმეტრი” განაცხადა.

“ერთს გეტყვით მხოლოდ. “ლეიბორისტული პარტიის” ფორმატისგან განსხვავებით, სადაც იმ ფორმატში კონკრეტული ამოცანის გადასაწყვეტად შეკრებილი იყო ძალიან განსხვავებული მსოფლმხედველობის პარტიები და ერთმანეთთან შეუსაბამო პარტიები, ასე აღარ იქნება. ერთიანი მაჟორიტარი უკვე ის პროცესია, სადაც მეტი მნიშვნელობა ექნება მსოფლმხედველობას და თავსებადობასაც. ამიტომ, შეიძლება იყვნენ ისეთი ლიდერები, რომელთაც გააჩნიათ ცნობადობაც, მონაწილეობენ “ლეიბორისტების” ფორმატშიც, მაგრამ არ მონაწილეობენ ამ კონსულტაციებში ერთიანი კანდიდატის შესახებ”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად