დავით ბაქრაძე: Edison Research-ის ახალი კვლევაში რატომღაც არ აღმოვჩნდი ჩართული და შესაბამისად, არც კვლევის საბოლოო შედეგში ვარ მოხსენებული

დღეს საღამოს ტელეკომპანია Formula News • ფორმულა გამოაქვეყნა კომპანია Edison Research-ის ახალი კვლევა – ეს ის კომპანიაა, რომელიც გამოირჩევა მაღალი სიზუსტით, კეთილსინდისიერებით და რომლის შედეგებსაც ყოველთვის დიდი ინტერესით ელის საზოგადოება. სამწუხაროდ, პოლიტიკოსების პიროვნული რეიტინგების კვლევის ნაწილში რატომღაც არ აღმოვჩნდი ჩართული და შესაბამისად, არც კვლევის საბოლოო შედეგში ვარ მოხსენებული. – ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, “ევროპული საქართველოს” ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე სოციალურ ქსელში წერს,

“მინდა დავამშვიდო ყველა, ვინც ბოლო ერთი საათის განმავლობაში მიკავშირდება და აინტერესებს, სად გაქრა ჩემი რეიტინგი – არსადაც არ გამქრალა მეგობრებო, უბრალოდ, ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო, საერთოდ არ გამზომეს. 😀 არ იღელვოთ, აგული ერისთავის არ იყოს, ცოცხალი ვარ და გამოფენებშიც ვიღებ მონაწილეობას. 😀 იმედია, კვლევის დამკვეთი გაითვალისწინებს და სამომავლოდ აღარ დაუშვებს მსგავს გაუგებარ შეცდომას.

რაც შეეხება მთლიანად კვლევას, სრულიად ნათელია, რომ ოპოზიციის ერთიანი და კოორდინირებული მოქმედებების შემთხვევაში გარდაუვალია ადგილობრივ არჩევნებზე “ქართული ოცნების” დამარცხება და გაისად რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. სწორედ ეს უნდა იყოს ახლა ოპოზიციის მთავარი ამოვანა და მზად ვარ, ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურად მივიღო მონაწილეობა ამ მიზნის მიღწევაში, რაშიც, იმედია, ჩემი არგაზომილი, მაგრამ არგამქრალი რეიტინგიც დამეხმარება. 😀👍✌️” – წერს დავით ბაქრაძე “ფეისბუქში”.

კომენტარები
იტვირთება...