დავით ბაქრაძე: დიალოგის პროცესი გაართულა ცესკოს გუშინდელმა გადაწყვეტილებამ – შევდივართ განწყობით, რომ მოვძებნოთ გამოსავალი

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმი ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, ცესკოს გუშინდელმა გადაწყვეტილებამ დიალოგის პროცესი გაართულა, თუმცა, “ევროპული საქართველო” უმრავლესობასთან დიალოგზე მივიდა განწყობით, რომ მოიძებნოს გამოსავალი.

ამის შესახებ დავით ბაქრაძემ ოპოზიციისა და ხელისუფლების დიალოგის მეორე რაუნდის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

“რა თქმა უნდა, დაველოდებით რას წარმოადგენს “ქართული ოცნება”, მაგრამ დიალოგის პროცესი ძალიან გაართულა ცესკოს მიერ გუშინ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომელიც მიიღეს ვადების დაჩქარებით, სასამართლოს უფლების წართმევით ოპოზიციისთვის და კანონის პირდაპირი დარღვევით. ეს არის პასუხი ხელისუფლების მხრიდან აქ მიმდინარე დიალოგზე და სიტუაციის ნორმალიზების მცდელობაზე, ამიტომ, ისედაც რთული დიალოგის პროცესი კიდევ უფრო გართულდა, დანარჩენს დაველოდოთ და შევხედოთ. ჩვენ შევდივართ იმ განწყობით, რომ მოვძებნოთ გამოსავალი და ქვეყანა გამოვიყვანოთ კრიზისიდან; რამდენად მზად არის ხელისუფლება გადადგას ნაბიჯი კრიზისიდან გამოსასვლელად, ვნახავთ”მ, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, ამ წუთებში, აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების დიალოგის მეორე რაუნდი იმართება.

მოლაპარაკების მაგიდასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და 8 პარტიის წარმომადგენლები სხედან, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად