დავით ბაქრაძე და ირმა ნადირაშვილი რუსთავში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულების მემორიალთან მივიდნენ და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას

„ევროპული საქართველოს” ლიდერი დავით ბაქრაძე და მაჟორიტარობის კანდიდატი ირმა ნადირაშვილი რუსთავში, 2008 წლის რუსეთ – საქართველოს ომში დაღუპული კახაბერ თავგორაშვილის ოჯახში იმყოფებოდნენ.

კახაბერ თავგორაშვილი ცხინვალში 2008 წლის 8 აგვისტოს მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.
მათი ცნობით, დავით ბაქრაძე და ირმა ნადირაშვილი რუსთავში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულების მემორიალთან მივიდნენ და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

რუსთავში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, მთავარი ბრძოლა არის წინ, რომ საქართველოს დასავლური მომავალი არასდროს დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ.

„ეს დღე ყოველთვის გვახსენებს, რომ რუსეთი, ჩვენი მეზობელი არის ოკუპანტი. შესაბამისად, ყველა ადამიანის ვალია, რომ პატივისცემა გამოხატოს იმ გმირების წინაშე, ვინც იბრძოდნენ ჩვენი შვილების თავისუფალი და ევროპული მომავლისთვის. როდესაც ასეთი დღეები გახსენდება, კიდევ უფრო მეტად გინდა, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს უფრო დაცული, არასდროს აღარ იყოს საფრთხის ქვეშ. მთავარი ბრძოლა ჩვენ გვაქვს წინ, როდესაც ქვეყნის დასავლური მომავალი არასდროს უნდა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ“,- განაცხადა ნადირაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით კი საქართველოს ყველა მოქალაქემ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ოკუპაცია მშვიდობიანად დასრულდეს.
„თითოეულ ჩვენგანს გვეკისრება პასუხისმგებლობა, გავაგრძელოთ ამ ბიჭების – ჩვენი გმირების, ჩვენი მებრძოლების დაწყებული საქმე და გავაგრძელოთ ის, რასაც მათ თავი შესწირეს. ეს არის ჩვენი სამშობლოს თავისუფლება, ჩვენი სამშობლოს ერთიანობა და ჩვენი სამშობლოს უკეთესი და ევროპული მომავალი. დღეს ჩვენ ყველა ვართ ამ ბრძოლაში და ჩვენი ვალდებულებაა, დავდგეთ ერთად და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოში მშვიდობიანად დავასრულოთ ოკუპაცია, გავამთლიანოთ ქვეყანა და საქართველო იყოს თავისუფალი და ევროპული სახელმწიფო“,- განაცხადა ბაქრაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად