დავით ბაქრაძე: ჩვენი ამოცანაა ქვეყანაში პოლიტიკური გარემოს ნორმალიზაცია

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, პოლიტიკური დაძაბულობა მოიხსნას და ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს.

ბაქრაძის განმარტებით, ოპოზიცია მზადაა მაქსიმალურად კონსტრუქციული იყოს.

“ჩვენი ამოცანაა მოხდეს ქვეყანაში პოლიტიკური გარემოს ნორმალიზაცია, რაც სჭირდება ნორმალური არჩევნების ჩატარებას. ხოლო პოლიტიკური გარემოს ნორმალიზაცია, თავის მხრივ, საჭიროებს სამართლიან საარჩევნო სისტემასა და პოლიტიკური დაძაბულობის მოხსნას, რომელსაც პოლიტიკური დევნა და პოლიტპატიმრების არსებობა იწვევს. ამიტომ, ეს ორი საკითხი – პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და სამართლიანი საარჩევნო სისტემის მიღება არის საფუძველი ქვეყანაში ნორმალური პოლიტიკური გარემოსი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად