დავით ბაქრაძე: ამ სისტემაში 77/73-ზე პოლიტიკური არჩევნები იქნება როგორც გლადიატორების ჯახი

“არ გამოვრიცხავ, რომ 120/30-ზეც კი მიიღონ კრიტიკის შესასუსტებლად, ოღონდ პატიმრები არ გამოუშვან, რადგან ეს არის პირადი ბოღმა, რაც ადასტურებს, რომ ეს ხალხი პოლიტიკური პატიმრები არიან”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ “ტვ პირველის” გადაცემა “ხალხის პოლიტიკაში” ისაუბრა.

“ჩვენ ხომ არ ვთხოვთ აღიარებას, რომ ეს ხალხი პოლიტიკური პატიმრები არიან. ჩვენ  თავზე ნაცარი დაიყარეთ, გამოდით და თქვით რომ ეს ხალხი პოლიტიკური მოტივით დავიჭირეთო. ჩვენ ვეუბნებით, რომ იმისათვის, რომ პროცესი ჩიხში არ შევიყვანოთ, მოდით ვიპოვოთ გამოსავალიო.

ამ სისტემაში 77/73-ზე პოლიტიკური არჩევნები იქნება როგორც გლადიატორების ბრძოლა, ჯახი. ჩვენი სურვილია და ფუნდამენტურად მჯერა, რომ არჩევნები ჯახი კი არ უნდა იყოს, რომ მოგიგებ დაგიჭერ, ან შენ თუ მომიგებ შენ დამიჭერო. არამედ არჩევნები უნდა იყოს ის, რომ ეკონომიკაში რას ვშვრებით, ჯანდაცვაში რას ვშვრებით, განათლებაში რას ვაკეთებთ, ქვეყანას რას ვპირდებით. ამ ჯახში ეს ყველაფერი იკარგება და მეორე ხარისხოვანი ხდება”, – თქვა დავით ბაქრაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად