დავით ბაქარაძე: გამოსავალი ვერ იქინება გაყალბებული არჩევნების დაკანონება

„არჩევნების გაყალბებამ ქვეყანაში შექმნა უმძიმესი კრიზისი, კრიზისიდან უნდა მოიძებნოს გამოსავალი, ოღონდ გამოსავალი ვერ იქნება გაყალბებული არჩევნების დაკანონება, ამიტომ, 3 ის რასაც ჩვენ განვიხილავთ, მთავარი არის, თუ როგორ უნდა მოხდეს ხალხის ნების გამოხატვა და ჩვენთვის ხალხის ნების გამოხატვა გადის გაზაფხულზე ჩასატარებელ ვადამდელ არჩევნებზე და ამის პარალელურად მზად ვართ ვიმუშაოთ სხვა საკითხებზეც, როგორიც არის პოლიტპატიმრების თემა და საარჩევნო კოდექსში და საარჩევნო ადმინისტრაციაში ცვლილებები, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

“ყველა ეს გახლავთ მნიშვნელოვანი საკითხი, მაგრამ ვიმეორებ, რომ თავი და თავი, ქვაკუთხედი ამ კრიზისიდან გამოსვლის გადის გაყალბებული არჩევნების არაღიარებაზე და ხალხის ნების თავისუფალ გამოხატვაზე, ხოლო თავისუფალი ნების გამოხატვა გახლავთ ვადამდელი არჩევნები და ეს არის ის დემოკრატიული ინსტრუმენტი, რომელსაც იყენებს ყველა საპარლამენტო დემოკრატია მსოფლიოში პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად