დავით ახალაიას, შესაძლოა, ახალი ბრალი წაუყენონ

შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს დავით ახალაიას შესაძლოა ბრალი დაუმძიმდეს. ამის შესახებ „აიპრესთან“ მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსმა პროკურორმა გიორგი კავსაძემ განაცხადა:

საქმე ეხება 2008 წლის 16 აგვისტოს ქუთაისში,  ხაიშის სატყეო მეურნეობის 27 წლის რეინჯერის, დავით ცინდელიანის და იმავე წლის 27 აგვისტოს ზუგდიდში, სამხედრო კონტრდაზვერვის თანამშრომლის პაატა ქარდავას გაუჩინარების ფაქტებს. 

6 წლიანი ძებნის შემდეგ, შსს-მ პაატა ქარდავასა და დავით ცინდელიანი საქმე გახსნილად გამოაცხადა და მათი მკვლელობის ფაქტზე, ბრალი აფხაზეთის კუდის მაშინდელ უფროსს რომან შამათავას წაუყენა.

როგორც პროკურორი გიორგი კავსაძე ამბობს, დავით ცინდელიანის და პაატა ქარდავას დაკავების ბრძნება  10 დღიანი შუალედით შსს-ს კონსტიტუციური დეპარტამენტის მაშინდელმა ხელმძღვანელამ დავით ახალაიამ გასცა. ორივე დაკავებული თბილისში უნდა ჩამოეყვანათ, თუმცა, მოგვიანებით ახალაიამ ორივე შემთხვევაში შეცვალა ბრძანება და დაკავებული რეინჯერი და სამხედრო კონტრდაზვერვის თანამშრომელი რომან შამათავას გადასცა. 

„ბრძანების გამცემი, დააკავეთ და თბილისში ამოიყვანეთო დავით ცინდელიანი იყო მაშინდელი შსს კუდი უფროსი დავით ახალაია. შემდეგ გასცა ბრძანება, თბილისში ნუ ჩამოიყვანთ ბათუმში წაიყვანეთ და გადაეცით რომან შამათავას, რადგან ის არის აფხაზეთის კუდის უფროსი და ის მოუვლისო. თბილისის ცენტრალური აპარატის კუდის თანამშრომლებმა დაკავებული პიროვნება ჩაიყვანეს და გადასცეს რომან შამათავას. რომელმაც დაკავებული პიროვნება წაიყვანა.  წინასწარ  ჰყავდა „მაიმუნა“ გაფრთხილებულინავი უნდა დახვედროდა. და იმ ნავზე აიყვანა და უთხრა „მაიმუნას“ ფოთის მიმართლებით წავიდეთო. აი ამ მგზავრობის პროცესში მოხდა ის მკვლელობა რაზეც ისაუბრა გიორგი ჩიქოვანმა სასამართლოზე.

დავით ახალაიას ბრძანება იყო, რომ პაატა ქარდავა გადაეცით აფხაზეთის კუდის უფროსო. რადგან მას უნდა ეწარმოებინა გამოძიება, იყო თუ არა რეალურად ეს ადამიანი ინფორმაციის მიმწოდებელი აფხაზებისთვის. ცინდელიანის და ქარდავას საქმეში ერთი და იგივე მკვლელობის მოტივაციაა. განსხვავება ერთმანეთში არის სულ რაღაც 10 დღე.“

გიორგი კავსაძე ამბობს, რომ დავით ცინდელიანის და პაატა ქარდავას სისხლის სამართლის საქმეში დავით ახალაიას მიმართ ჯერ-ჯერობით ბრალი არ არის წარდგენილი. თუმცა, გამოძიების დასრულების შემდეგ, კუდის ყოფილ უფროსს შესაძლოა ბრალი დაუსწრებლად წარედგინოს. 

„ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის, მაგრამ  საქმე გამოყოფილია სხვა პირების მიმართ. გამოძიება ჯერ კიდევ არ დასრულებულა  სხვა პირების მიმართ. როცა დასრულდება გამოძიება, დავით ახალაიას მერე წარედგინება ალბათ ბრალი დაუსწრებლად.“- განაცხადა კავსაძემ. 

დათა ახალაიას ადვოკატის კომენტარს აღნიშნულ საკითხზე, „აიპრესი“ რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად