დავით ზალკალიანი თურქეთის რესპუბლიკას ეწვია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიმდინარე წლის 28-29 ოქტომბერს თურქეთის რესპუბლიკას ეწვია, სადაც მონაწილეობას მიიღებს აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი ფორმატის შეხვედრაში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, ასევე თურქული მხარის მოწვევით დაესწრება სტამბოლის საერთაშორისო აეროპროტის გახნის საზეიმო ცერემონიას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

აზერბაიჯანი-თურქეთი- საქართველოს სამმხრივი შეხვედრა ქ. სტამბოლში გაიმართება.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, აზერბაიჯანის რესპუბლიკისსაგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთჩავუშოღლუ.

სამმხრივი შეხვედრის ფორმატში მხარეები ხელს მოაწერენ ერთობლივ დეკლარაციას, ასევე გაიმართება სამიმინისტრის ერთობლივი პრესკონფერენცია.

ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი თურქული მხარის მიწვევით, ასევე დაესწრება სტამბოლის ახალი საერთაშორისოაეროპორტის გახსნის საზეიმო ცერემონიას, რომელშიც მონაწილეობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობის მეთაურები დამაღალი რანგის პირები, ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფერდოღანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...