დავით უსუფაშვილი: პრეზიდენტმა შეწყალების აქტი უნდა გამოიყენოს უიშვიათეს შემთხვევაში

ამის შესახებ “შენების მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატმა გადაცემაში “პირველებში” საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის ფარგლებში განაცხადა.

“შეწყალება ჩვენს ქვეყანაში იქცა ჩვეულებრივ მოვლენად. ასობით და ათასობით ადამიანის შეწყალება ხდება. ეს დაუშვებელია. პრეზიდენტი თავისი გულჩვილობისა და თავისი პერსონალური მოსაზრებების გამო. ხალხის სახელით მოქმედმა პრეზიდენტმა შეწყალების აქტი უნდა გამოიყენოს უიშვიათეს შემთხვევაში. არ მინდა ციფრები დავასახელო რომ ამაზე მეტს არ შევიწყალებ, მაგრამ პრეზიდენტმა შეიძინა სასამართლოს შეცდომების გასწორების კომპეტენცია. შეითავსა პატიმრების ვადაზე ადრე გათავისუფლების ფუნქცია. ეს უნდა იყოს უიშვიათეს შემთხვევაში. როდესაც პრეზიდენტი გამოაცხადებს, რომ მე ეს ამიტომ და ამიტომ შევიწყალე მოსახლეობის ნახევარს თვალზე ცრემლი უნდა მოადგეს იმხელა წონიანი არგუმენტი უნდა იყოს”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად