დავით ბაქრაძე: მეორე ტურის გამართვის მაღალი ალბათობა არსებობს

“ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ პეტრიაშვილის ქუჩაზე მდებარე N 27 საარჩევნო უბანზე მისცა ხმა.

„საზოგადოებას ნამდვილად სჭირდება ცვლილებები, სჭირდება უკეთესი და საიმედო ხვალინდელი დღე და რაც მთავარია, სჭირდება რომ მომავალი იყოს მშვიდობიანი და ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხალხი, ჩვენი ამომრჩეველი მხარს დაუჭერს მშვიდობიან, უკეთეს, საიმედო და ევროპულ ხვალინდელ დღეს. ეს არის ის, რაც ყველას გვინდა საქართველოში,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

“ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატი ვარაუდობს, რომ მეორე ტურის გამართვის მაღალი ალბათობა არსებობს.

„მეორე ტური, რა თქმა უნდა, შესაძლებელია და უფრო მეტსაც ვიტყვი, მაღალი ალბათობა არსებობს მეორე ტურის და დაველოდოთ, ნუ გავასწრებთ მოვლენებს, მე ვიბრძვი გამარჯვებისთვის, იქნება ეს პირველი თუ მეორე ტური,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...