“დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო” – პატრიარქმა საკუთარი დაწერილი საგალობელი იგალობა (ვიდეო)

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღეს ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში მრევლთან ერთად საკუთარი დაწერილი საგალობელი იგალობა და მოყვა, როგორ დაწერა.

“მინდა დღეს გავიხსენო ერთი ლოცვა, რომელიც შევიყვარეთ – “დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო”.

ეს ლოცვა წარმოიშვა წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში. როცა წმინდა ნიკოლოზის ეკლესია ბიბლიოთეკა იყო, ჩვენ ნიკოლოზობას საღამოს მივდიოდით, თითქოს წიგნების წასაკითხავად, სინადვილეში, პარაკლისს ვასრულებდით და აი, ამ პარაკლისის დროს თითქოს მიკარნახა უფალმა: “დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო” და იმის შემდეგ ჩვენ ვგალობთ მას.

მთელი კაციბრიობა დაღლილია, მაგრამ წყალობა ღვთისა ამ დაღლილიბას აღემატება. უფალი ჩვენთანაა, ჩვენთან არს ღმერთი! დალოცვლილი და გახარებული იყავით, ნუ შეგეშინდებათ დაღლილობის, უფალი განსაცდელს უგზავნის კაცობრიობას, მაგრამ სიხარულს და ძალასაც აძლევს.

დალოცვილი იყავით თქვენ, საქართველო და მთელი მსოფლიო.

ჩვენთან არს ღმერთი”, – ბრძანა პატრიარქმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად