„დავიდე ასტორის გადარჩენა შეიძლებოდა“ – ფლორენციელ პროფესორს პატიმრობა შეუფარდეს

ფლორენციის “ფიორენტინას” ფეხბურთელის დავიდე ასტორის გარდაცვალების საქმეზე “კარეგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის” სპორტული მედიცინის დეპარტამენტის დირექტორს, პროფესორ ჯორჯო გალანტის ერთწლიანი პატიმრობა შეეფარდა.

პროკურატურის მტკიცებულებების მიხედვით, ასტორისთვის დეტალური შემოწმების ჩატარების შემთხვევაში, დაავადების აღმოჩენა და მისი გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა. ბრალდების მიხედვით, პროფესორ გალანტის ფეხბურთელისთვის თამაშის უფლება არ უნდა მიეცა. მაშინ როდესაც 2017 წელს ხელი მოაწერა სერთიფიკატს, რომელიც დავიდე ასტორის პროფესიულ სპორტში მოღვაწეობის უფლებას აძლევდა.

გალანტის თავისუფლების აღკვეთასთან ერთად, ასტორის ოჯახისთვის 1.09 მილიონი ევროს გადახდაც დააკისრეს.

იტალიელ პროფესორს განაჩენის აღსასრულებლად 30 დღე აქვს. ბრალდებული ვერდიქტს არ ეთანხმება და სასამართლოს გადაწყვეტილების გაასაჩივრებს.

“ფიორენტინას” კაპიტანი და იტალიის ნაკრების მცველი დავიდე ასტორი 2018 წლის 4 მარტს უდინეში, სასტუმროში გარდაიცვალა. 31 წლის ფეხბურთელს იტალიის ჩემპიონატში უდინეზესთან თამაშის წინა ღამით, ძილში გული გაუჩერდა. სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ასტორის ტაქიკარდია აწუხებდა. ამ ტრაგიკულმა შემთხვევამ მთელი საფეხბურთო სამყარო შოკში ჩააგდო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...