A1 ბანერი

“დავიბრუნოთ ფეხბურთი!!! კობი პრეზიდენტად!” – გულშემატკივრები და კობიაშვილი (ფოტორეპორტაჟი)

ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციაში 2 საათზე გამოცხადდა, სადაც საკუთარი კანდიდატურა ოფიციალურად დაარეგისტრირა.

ვეტერანი ფეხბურთელის კანდიდატურა საფეხბურთო კლუბ თბილისის "დინამომ" წარადგინა. კობიაშვილს ფედერაციასთან მომხრეები ბანერებით დახვდნენ, როგორც რეგიონებიდან ასევე თბილისიდან. ისინი "კობის" სახელს და მის მხარდასაჭერ შეძახილებს სკანდირებდნენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 3 ოქტომბერს შედგება. ჯერ-ჯერობით ოფიციალურად დარეგისტრირებული კანდიდატები, ფედერაციის ყოფილი გენერალური მდივანი რევაზ არველაძე, ვეტერანი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილოი და უეფას მედიაოფიცერი მამუკა კვარაცხელია არიან.

ალეკო შარვაძის ფოტოები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...