“დაუცველი დამცველები”- სოციალურმა მუშაკებმა ქუთაისში აქცია გამართეს

“ვიფიცებით ჩვენი პროფესიის გადასარჩენად”- სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრის წინ სოციალურმა მუშაკებმა აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით მათ მუშაობა მძიმე პირობებში უწევთ, ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ბენეფიციარებისათვის ეფექტური და მყისიერი მომსახურების შექმნას ითხოვენ, მათი თქმით თანამშრომელთა რაოდენობაც მცირეა და უნდა გაიზარდოს.
შეგახსენებთ, რომ სოციაულრმა მუშაკებმა კოლექტიური დავა სოციალური მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ 2019 წლის 8 თებერვალს დაიწყეს. თვენახევრიანი მედიაციის პროცესი კი უშედეგოდ დასრულდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...