A1 ბანერი

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ახალციხეშიც აღინიშნა

დღეს, 21 მარტს, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კამპანიას, მრავალფეროვანი ღონისძიებებით შეუერთდა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია. დღის განმავლობაში ქალაქის ცენტრალურ პარკსა და მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სხვადასხვა კულტურული და სპორტული აქტივობები მოეწყო.
ცენტრალურ პარკში გამართული აქციის ფარგლებში გაიმართა სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა მიერ, დაუნის საერთაშორისო დღის თემაზე შესრულებული ნახატების გამოფენა, თავიანთი ნამუშევრები წარმოადგინეს ქალაქ ახალციხის #7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმაც. ღონისძიების სტუმრები განსაკუთრებული ხალისით ხატვასა და სპორტულ აქტივობებში ჩაერთნენ. სამახსოვრო ფოტოსესიის შემდეგ კი, მერიის კულტურის სამსახურის თანამშრომლებმა ისინი სამახსოვრო საჩუქრებითაც გაახარეს.
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა ახალციხის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში. აქციის მიზანს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ამ დღისადმი ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა. ღონისძიებებს ქალაქის N1, N6 საბავშვო ბაღსა და ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრში „მწვანე სახლი“, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
აქტივობებს ასევე, საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდა პოლონეთის რესპუბლიკის ჰუმანიტარული ორგანიზაციის გამგეობის წევრი არტურ ნემჩიკი. დაუნის სინდრომის მქონე აღსაზრდელებმა თანატოლებთან ერთად ხატვასა და სპორტულ შეჯიბრებებში მიიღეს მონაწილეობა, ღონისძიების ბოლოს კი პატარები სტუმრებისგან სათამაშოებით დასაჩუქრდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...