დაუმესიჯეთ საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე!

"საბავშვო ევროვიზია 2015-ის" გადამწყვეტი შოუ ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში იმართება. ქართული ჯგუფი “ვირუსი” კონკურსზე მეორე ნომრად იმღერებს. 

ქართული საბავშვო კვარტეტი კომპოზიციით “გაბედე” წარსდგება მსმენელის წინაშე.

დასკვნითი შოუ "პირველი არხის" ეთერში 22:30 საათზე გადაიცემა.

კონკურსში სულ 17 ქვეყანა მონაწილეობს.

საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ხმის მიცემის პროცედურა სცენაზე ბოლო კონკურსანტის გამოსვლის შემდეგ იწყება. კონკურსის წესების მიხედვით, ხმის მიცემის პროცესში კონკურსანტი ქვეყნები მონაწილეობენ, თუმცა ქვეყანას თავის წარმომადგენლისთვის ხმის მიცემის უფლება არ აქვს. მხარდაჭერა, ზარებითა და მოკლე ტექსტური შეტყობინებებით, მხოლოდ უცხოეთში მცხოვრებ გულშემატკივარებს შეძლებენ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...