სოფელ ვეჯინში ბიბლიოთეკა დაარბიეს

ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის ბიბლიოთეკა დაარბიეს.

დაზიანებულია კარადები, განადგურებულია წიგნები, დამტვრეულია ტექნიკა და ინვენტარი.

,,შემთხვევა დაახლოებით ორი საათის წინ მოხდა. დამტვრეული და გადმოყრილია კარადები, განადგურებულია წიგნები, დარბეულია მთლიანად ბიბლიოთეკის შენობა . იყო ხანძრის გაჩენის მცდელობაც, დაახლოებით 1 კვ.მ-ზე გავრცელდა ცეცხლი,თუმცა სახანძრო- სამაშველო სამსახურმა ოპერატიულად იმოქმედა და დროულად მოხდა ხანძრის ლიკვიდირება. ამ წუთებში სამართალდამცველები მუშაობენ აქ. ,,- განუცხადა ,,აიპრესს,, გურჯაანის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა.

ზარალის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისეტები მუშაობენ.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 187 მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...