დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ივლისიდან კერძო დაცვითი ორგანიზაციების კონტროლს ვეღარ განახორციელებს

აღნიშნული გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასმართლომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო და შესაბამისად მანამდე არსებული კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის კონკრეტული ნორმა არაკონსტიტუციურად ცნო.

მეორე კოლეგიამ არსებითი განხილვის შემდეგ ნაწილობრივ დააკმაყოფილა რამდენიმე კერძო დაცვითი ორგანიზაციის სარჩელი.
მოსარჩელე მხარე მიიჩნევდა, რომ სახელმწიფო დაცვის დეპარტამენტის მხრიდან მათი კონტროლის შესაძლებლობა ბაზარზე ქმნიდა არაკონკურენტუნარიან გარემოს და მათ აყენებდა არათანაბარ მდგომარეობაში.
“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა კონსტიტუციური სარჩელი. სადაო ნორმენი სსიპ დაცვის პოლოციას ანიჭებდა უფლებამოსილებას განეხორიცლებია კერძო დაცვითი საქმიანობა ასევე სხვა კერძო დაცვითი კომპანიების კონტროლი. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ ორი ორგნაოს მიერ ორი ფუნქციის განხორციელება ქმნიდა ბაზარზე არა კონკურენტუნარიან გარემოს და შესაბამისად ხსენებული ნორმა საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს კონსტიტუციის 30 მუხლთან”,- აცხადებს გიორგი სულხანიშვილი.
ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ გაითვალისწინა მოსარჩელის მოსაზრებები და სახელმწიფო დაცვის დეპარტამენტის მიერ ერთდროულად დაცვისა და მაკონტროლებლის ფუნქციის შეთავსება არაკონსტიტუციურად სცნო.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად