დაცული ტერიტორიების სააგენტო: თვითნებურმა ქმედებამ ,,ნინოსხევის ჩანჩქერზე,, უბედური შემთხვევა გამოიწვია

დაცული ტერიტორიების სააგენტო ,,ნინოსხევის ჩანჩქერში,, 16 წლის გოგოს ჩავარდნის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

,,ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე, „ნინოსხევის ჩანჩქერის,, მარშრუტზე ადიდებულია მდინარე და დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ლაგოდეხის ადმინისტრაცია აღნიშნულის შესახებ აფრთხილებს ყველა ვიზიტორს და ალტერნატიული ტურისტული ბილიკებით სარგებლობის შესაძლებლობას სთავაზობს.

ვიზიტორთა ქცევის წესების დარღვევა, რაც აღნიშნული მითითებების გაუთვალისწინებლობასა და თვითნებურ ქმდებაში გამოიხატა, დღეს, „ნინოსხევის ჩანჩქერის,, მარშრუტზე უბედური შემთხევვის მიზეზი გახდა.
დაცული ტერიტორიების სააგენტო გაფრთხილებთ, დაემორჩილოთ სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების მითითებებს და მკაცრად დაიცვათ ვიზიტორთა ქცევის წესები.,, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...