დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ენერგეტიკული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობა დასაშვები გახდა

დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ენერგეტიკული მნიშვნელობის ობიექტისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დასაშვები გახდა.

მთავრობის ინიცირებული კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 82 ხმით დაამტკიცა.

„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, დაცულ ტერიტორიებს, გარდა დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა − კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, მართავს დაცული ტერიტორიების სააგენტო.

კანონპროექტის  თანხმად, კანონპროექტის მიზანია “დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონით მკაფიოდ განისაზღვროს, რომ კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს გარდა, დაცული ტერიტორიის ისეთი კატეგორიების, როგორიცაა დაცული ლანდშაფტი და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია, მართვა შესაძლებელია განახორციელოს სხვა პირმაც.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი დაცული ტერიტორიების – არაგვისა და თრუსოს დაცული ლანდშაფტების შექმნა. კანონის პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებასაც, რომლის მიხედვითაც თრუსოს დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს შეადგენს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია, ხოლო არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე – დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია ან მათ მიერ უფლებამოსილი პირები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად