დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 13%-ით გაიზარდა

2019 წლის 4 თვის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 13%-ით გაიზარდა და 113 251 შეადგინა. ვიზიტორთა შორის 54% ქართველია, ხოლო 46% უცხოელი.

2019 წლის 4 თვის მონაცემებით ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა: თბილსის ეროვნულ პარკს, პრომეთეს მღვიმეს,
ყაზბეგის ეროვნულ პარკს, მარტვილის კანიონს, მტირალას ეროვნულ პარკს.

საერთაშორისო ვიზიტორებიდან დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა: გერმანიიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, ინდოეთიდან და რუსეთიდან. დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად განაგრძობს ქვეყანაში ეკოტურიზმის განვითარებას. უკვე გაიხსნა ახალი ეკოტურისტული მიმართულება სოფელ კინჩხაში – ოკაცეს ჩანჩქერი.

ასევე, მნიშვნელოვანი სიახლეებია სერვისის გაუმჯობესების კუთხითაც. მაისის თვიდან დაინერგა ბილეთები გაყიდვის ელექტრონული სისტემა, რაც ვიზიტორებს საშუალებას აძლევს წინასწარ დაგეგმონ ტერიტორიებზე ვიზიტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...