დაცარიელებული მაღაზიები მილანში (ვიდეო)

ეს ვიდეოები მილანის ცენტრში, მეტრო famagosta-სთან მდებარე მარკეტშია გადაღებული.

კორონავირუსის გამო დაცარიელებულია მარკეტები, ქუჩები, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები.

ამ დროისთვის იტალიაში კორონავირუსით 165 კაცია ინფიცირებული. იტალიაში კორონავირუსით გარდაცვალების მეოთხე შემთხვევაც დაფიქსირდა.

ინფორმაციას ლომბარდიაში მესამე, მთლიანად იტალიაში კი კორანავირუსით გარდაცვლილი მეოთხე ადამიანის შესახებ, იტალიური პორტალი ansa ავრცელებს.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლოა ირანის გარდა სხვა მაღალდასენიანებულ ქვეყნებშიც აიკრძალოს ავიამიმოსვლა, მათ შორის იტალიასთანაც.

გთავაობთ ფოტომასალას მილანის მაღაზიებიდან, რომელსაც ქეთი ქარდავა სოციალურ ქსელში ავრცელებს:

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად