დათუნაშვილი: ჩემი კარიერის გადასარჩენად ერთი გზა მაქვს, წავიდე და სხვა ქვეყნის სახელით გამოვიდე

პრეზიდიუმის შეხვედრა ჭიდაობის ფედერაციაში დასრულდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ “რუსთავი 2”-ს ზურაბ დათუნაშვილმა განუცხადა, იმ შემთხვევაში თუ ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე თანამდებობას არ დატოვებს, მას ერთი გზა დარჩება, რომ სხვა ქვეყნის სახელით იასპარეზოს.

“მძიმე არჩევანის წინაშე დამაყენეს ამ ხალხმა. მე ვუთხარი, რომ მე არ მინდა ასეთი პრეზიდენტი, თქვენ თუ გინდათ, გყავდეთ ასეთი პრეზიდენტი. ჩემი კარიერის გადასარჩენად მე ერთი გზა მაქვს, რომ წავიდე, სხვა ქვეყნის სახელით გამოვიდე…და ვუთხარი კიდეც, თუ მომცემთ ამის უფლებას მომეცით, თუ არა დადამბლოკეთ,მაგაზეც მზად ვარ.

გეგა არ არის ამის მომხრე, მაგრამ გეგამ უნდა შეუქმნას ის პირობა სპორტსმენს, რომ არ მოუნდეს სპორტსმენს წასვლა. თქვეს, რომ მათ არ ეხებოდათ მარტო ჩემი წასვლის საკითხი, პარლამენტში უნდა იკითხონ, სპორტის სამინისტროსთან უნდა იკითხონ და ამის შემდეგ გადაწყვეტენ.

გეგამ ბოდიში მოიხადა, გასაგებია მაგრამ… “, – განაცხადა დათუნაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...