დათო ჭიპაშვილი გიგა ბოკერიას: “ენერგეტიკ ტოჟე მნე… ლოგიკური აზროვნება 0, პოლიტიკოსი 0”

ასე პასუხობს “მწვანე ალტერნატივას” წარმომადგენელი დავით ჭიპაშვილი “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას გაკეთებულ განცხადებას,

“შენ ვიღას დაკარგვიხარ… ენერგეტიკ ტოჟე მნე… ლოგიკური აზროვნება 0, პოლიტიკოსი 0, ენერგეტიკა და ეკონომიკა მინუსებში…” – წერს დათო ჭიპაშვილი facebook-ში.

ცნობისთვის, გიგა ბოკერიას „გირჩი ტვ-სთან“ ინტერვიუში განაცხადა: „თავისთავად, ყველა ამ ტიპის პროექტზე, მარტო დიდ ჰესებზე არა, ნებისმიერ დიდ პროექტზე, რაც საზოგადო სიკეთეს შეეხება, დისკუსია ლეგიტიმურია სერიოზულ საკითხებთან დაკავშირებით – კერძო საკუთრება, ადამიანის და საჯარო სიკეთესთან მიმართებაში რაღაც, რაც გასაკეთებელია. ეს არ არის მარტივი საკითხი, დალაგებულ ლიბერალურ დემოკრატიებშიც კი ლეგიტიმური დისკუსიის თემაა. ასევე, ყოველთვის ლეგიტიმური დისკუსიის თემაა, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვები, შიშები, კითხვები გარემოსდაცვით საკითხთან დაკავშირებით, ოღონდ, აშკარა, არა ექსტრემისტული.

მე არ შემაქვს ეჭვი აქტივისტების ნაწილის გულწრფელობაში, რომელბსაც ამ ტიპის საკითხები აწუხებთ. ამის მიღმა, ჩემი აზრით, ძალიან სახიფათო, ქვეყნის მომავლისთვის საზიანო მოტივები, რომლებიც, მე როგორც მომეჩვენა, დომინირებდა იქ. ეს არის ქსენოფობია – “უცხოელები მოდიან და ქართველობას გვართმევენ”, “სამშობლო დავიცვათ”, ეს არის ძალიან საზიანო, რუსულ პროპაგანდასთან ჰარმონიაში მყოფი თემები, რომლებიც არც მყისიერად და არც მოვალში არაფერ კარგს არ მოგვიტანს. ადამიანების ნაწილი, ვინც იქ ჩანდნენ, სწორედ ამ იდეების მატარებელია, რომელიც ფუნდამენტურად თავისუფლებისა და ამ ქვეყნის მომავლის საწინააღმდეგოა”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...