დათო მარსაგიშვილი პლაჟზე მოჭიდავეთა შორის მსოფლიო ჩემპიონის ოქროს მედლის მფლობელია

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში პლაჟზე მოჭიდავეთა მსოფლიო სერიის მეოთხე, დასკვნითი ეტაპის შეჯიბრება მიმდინარეობს.

ეს წუთია დასრულდა 90 კგ წონით კატეგორიის მოჭიდავეთა შორის ფინალური შეხვედრა.

დათო მარსაგიშვილმა სერბი სტაჰინია დერმანოვიჩი დაამარცხა, დასკვნით მეოთხე სერიაში გაიმარჯვებასთან ერთად ოთხის სერიის ჯამში აჯობა ყველას და მსოფლიო ჩემპიონის წოდება მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...