დათო მაღრაძე მიხეილ სააკაშვილზე: აქამდე ვიცოდი, რომ ჭამა არ იცოდა და ახლა აღმოჩნდა, რომ არც შიმშილი სცოდნია

ასე შეაფასა პოეტმა დავით მაღრაძემ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის პროცესი.

ხალხის დასაცავი კი არ უნდა იყოს ხელისუფლება, ხალხი არჩევნებზე იმიტომ მიდის, რომ მერე თავისი საქმე აკეთოს. როდესაც ვამბობთ, რომ საქართველოს მოქლაქეებისთვის სამართალი ვერ დადგა, ახლა აქვს ხელისუფლებას შანსი, გამოიკვეთოს, რომ ხელისუფლებას მორალური უპირატესობა აქვს “ნაციონალურ მოძრაობასთან.

„არჩევნების შედეგით უკმაყოფილო ნაწილმა გადაწყვიტა, რომ თუ ვინმე იშიმშილებს, დანიშნავენ პრემიერ-მინისტრად. ველური ქაოსის სამყარო შესთავაზეს მოსახლეობას. თუ იშიმშილებენ, ვიცე-პრემიერად დანიშნავენ და ა.შ. თუმცა თავის მოკვლას არ აპირებს, მე ერთი კაცი მყავს მხედველობაში და დანარჩენ მოშიმშილეებს არ ვეხები. რამდენადაც აქამდე ვიცოდი სააკაშვილმა არც ჭამა იცოდა და  თურმე არც შიმშილი სცოდნია. კადრებმა გვაჩვენა ეს. წააგეს არჩევნები, ახლა პროცესი წააგეს. ქვეყანა წარიმართება ევოლუციური გზით, რასაც ხმა მისცა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დავასრულეთ საქმე, როდესაც არჩევნების გზით გავისტუმრეთ 2012 წელს“, – განაცხადა დავით მაღრაძემ.

კომენტარები
იტვირთება...