დათო კირკიტაძე: ხელისუფლების ხელშია დღეს ციხის გასაღები და მელიას ხელშია სიმართლე

“ხელისუფლების ხელშია დღეს ციხის გასაღები და მელიას ხელშია სიმართლე. საზოგადოება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ, ყველანი შეთანხმებული ვართ, რომ ეს არის პოლიტიკური საქმე. ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან წინადადებები გაკეთებულია და ველოდებით ხელისუფლების გადაწყვეტილებას.” – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა დავით კირკიტაძემ.

“არანაირი თანხმობა არ ესაჭიროება იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, უფრო კონკრეტულად, პროკურატურამ შეიტანოს სასამართლოში მისთვის აღკვეთი ღონისძიების შეცვლის შესახებ შუამდგომლობა და შესაბამისად, დააკმაყოფილოს სასამართლომ. ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ევროკავშირის პარლამენტარებისგან წინადადება მისი მხრიდან არის მიღებული და ველოდებით ხელისუფლებას“, – აღნიშნა კირკიტაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...