დათო ევგენიძე: არ მინდა, მღვდელი, რომელიც უბიძგებდა აგრესიისკენ, ეკლესიასთან გაიგივდეს, რადგან ეს არის პიროვნება ანაფორაში და არ არის ეკლესია

„როცა რაღაც ავადმყოფობა არსებობს, თუ დიაგნოზი არ დაისვა, ის ავადმყოფობა არ რჩება, ამ 30 წლის განმავლობაში, საქართველომ და ქართველებმა ვერ მოახერხეს, სრულიად საქართველოს ინტერესი გახადოს პირველი და არა პირადი. ის დაჯგუფებები, რომლებიც იყო ამ 30-წლიან ისტორიაში, ყოველთვის უფრო მძლავრობდა, ვიდრე საერთოდ ქვეყნის ინტერესი.

ამის შესახებ მუსიკოსმა დათო ევგენიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ საუბრისას განაცხადა.

„როცა რაღაც ავადმყოფობა არსებობს, თუ დიაგნოზი არ დაისვა, ის ავადმყოფობა არ რჩება, ამ 30 წლის განმავლობაში, საქართველომ და ქართველებმა ვერ მოახერხეს, სრულიად საქართველოს ინტერესი გახადოს პირველი და არა პირადი. ის დაჯგუფებები, რომლებიც იყო ამ 30-წლიან ისტორიაში, ყოველთვის უფრო მძლავრობდა, ვიდრე საერთოდ ქვეყნის ინტერესი. სულ იყოფოდა რაღაცა ჯგუფებად საქართველო, თითოეულ ჯგუფს გაჰქონდა თავისი ინტერესი და ის ხდებოდა დომინანტი და არა სრულიად საქრთველოს პრობლემატიკა. როდესაც გვაქვს დაკარგული ტერიტორიები, მე რომ ჩავდიოდი ხოლმე სოჩში, სოჩა არ დამიძახია არასდროს, ვიცოდი, რომ ეს იყო საქართველო, მაგრამ არ ვიყავი ქართულ სოჩში ნამყოფი, კი, ვიცოდი, მტკიოდა, მაგრამ ამ გადასახედიდან ასეთი სიმძაფრის განცდა არ მქონდა. რომ დავფიქრებულვარ, როდესაც წავა ჩვენი თაობა, ვინც აფხაზეთშია ნამყოფი, იგივე არ მოხდეს, თუ იქ ოდესმე ჩავლენ, და იმედი მაქვს, რომ ჩავლენ ქართულ ტერიტორიებზე, იმ თაობას ეს სიმძაფრე არ დაეკარგოს-მეთქი.

რაც უნდა დაპირისპირებული იყოს ორი ჯგუფი ერთმანეთთან, თავისუფლების ნიშის ქვეშ, მთავარია, ორივე ხომ საქართველოს მოქალაქეა, ორივესთვის ხომ საქართველო არის ის ქვეყანა, სადაც ცხოვრობს, საქართველოს მთავარი პრობლემა უნდა ხდებოდეს დომინანტი და არა იმდროული რაღაცა მომენტი. ის უნდა აერთიანდებდეს და როგორც კი ის გაგაერთიანებს, მაშინ ეს დაპირისპირებაც ხდება ბლაგვი, რადგან ბოლოს და ბოლოს საერთოს პოულობ შენი ქვეყნის ტკივილში, საერთო ტკივილში. ეს არის ის რაღაცა, რომელიც უნდა აერთიანდებს ყველა დაპირისპირებულ ჯგუფს – თავისი ქვეყნის სიყვარული.

რაც შეეხება ძალადობას, აბსოლუტურად მიუღებელია ვიღაცის თავისუფლების ხელყოფა, მით უმეტეს იმ გზით, რა გზითაც ის მოხდა, ეს წარმოუდგენელია, თან როდესაც ეს ხდება ეკლესიის ან საქართველოს სახელით. არც საქართველო არ არის ის, რომლის სახელითაც ეს შეიძლება, აკეთო და არც ეკლესია, სადაც ინსტიტუცია არის მიტევების. მე არ მინდა, ის მღვდელი, რომელიც უბიძეგბდა ამ აგრესიისკენ, ეკლესიასთან გაიგივდეს, რადგან ეს არის პიროვნება ანაფორაში და არ არის ეკლესია“, – განაცხადა დათო ევგენიძემ.

კომენტარები
იტვირთება...