დათო ჩხარტიშვილს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საგზურამდე ერთი ნაბიჯი აშორებს

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გრძელდება ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ბოლო საკვალიფიკაციო შეჯიბრება.

60 კგ წონითი კატეგორიის მეოთხედფინალში დათო ჩხარტიშვილი მასპინძელ ივო ანგელოვს შეხვდა.

დაძაბული ორთაბრძოლა ქართველმა სპორტსმენმა მოიგო და იგი ნახევარფინალში გავიდა.

ტოკიოს ოლიმპიური საგზურის მოპოვებამდე დათო ჩხარტიშვილს ერთი ნაბიჯი აშორებს. გადამწყვეტ შეხვედრაში იგი მოლდოველ ვიქტორ ჩობანუს შეხვდება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...