დათო ჩხარტიშვილმა კანადელი მაკფადენი 26 წამში აშკარა უპირატესობით დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ბოლო საკვალიფიკაციო შეჯიბრება გრძელდება.

60 კგ წონით კატეგორიაში დათო ჩხარტიშვილის მეტოქე მერვედფინალში კანადელი ადამ ტაკაჰაში მაკფადენი იყო.

შეხვედრის პირველივე წამებზე დათო ჩხარტიშვილმა მეტოქე პარტერში გადაიყვანა და შემდეგ იგი სამჯერ დაატრიალია, 36 წამის შემდეგ შეხვედრა ჩხარტიშვილის აშკარა უპირატესობის გამო.

მეოთხედფინალში დათო ჩხარტიშვილის მეტოქე ბულგარელი ივო ანგელოვი იქნება.

კომენტარები
იტვირთება...