დათო ბერძენიშვილი: რაც უფრო გაწელავს ივანიშვილი, მით უფრო მძიმედ მოხვდება მას! (ვიდეო)

“ნებისმიერი სისტემით დამარცხდება ოპოზიციასთან ივანიშვილი!” – ამის შესახებ, რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე, ჟურნალისტებთან განაცხადა.

“კარგი კი არ არის რომ აგერ სამი ათეული წელია ამ ადგილზე, რუსთაველზე, არის პოლიტიკური ეპიცნტრი და მთავარი გადაწყვეტილებების უზრუნველყოფის ადგილი. პარლამენტის დარბაზში უნდა ხდებოდეს პროცესების განხილვა, მაგრამ რაც უფრო გაწელავს ივანიშვილი, მით უფრო მძიმედ მოხვდება მას. ნებისმიერი სისტემით დამარცხდება ოპოზიციასთან. სასურველია, ეს სისტემა იყოს პროპორციული”- ამბობს ბერძენიშვილი.

ცნობისთვის, პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები ჩააგდო. ამის საპასუხოდ, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მასშტაბური აქციები დაანონსდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად