დათო ბაქრაძე: პრემიერი და მთავრობა უნდა გადადგეს – პასუხი აგონ ძალადობის წამახალისებელმა პოლიტიკურმა და რელიგიურმა ლიდერებმა

ძვირფასო ჟურნალისტებო – პირველ რიგში, მინდა თითოეულ თქვენგანს პირადად მოგისამძიმროთ დღევანდელი ტრაგედია. მიმაჩნია, რომ თქვენ ყველა ხართ ლექსო ლაშქარავას ჭირისუფლები, არა მხოლოდ როგორც მისი მეგობრები და კოლეგები, არამედ ასევე როგორც სამიზნე იმ ძალადობისა და აგრესიის, რომელიც ღიად და დაუფარავად მიმდინარეობს მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ. – ამის შესახებ დეპუტატი დავით ბაქრაძე აცხადებს

“ვიმყოფები ამერიკის შეერთებულ შტატებში და ფიზიკურად მოკლებული ვარ შესაძლებლობას, ადგილზე გამოვხატო ჩემი პროტესტი – ამიტომ, უმორჩილესი თხოვნა მექნება, ნახოთ და გაავრცელოთ ჩემს ფეისბუკ გვერდზე დადებული განცხადება. მიმაჩნია, რომ ამ ვითარებაში დუმილი დანაშაულში თანამონაწილეობაა და მინდა საზოგადოებამ იცოდეს ჩემი პოზიცია – პრემიერი და მთავრობა უნდა გადადგეს, მოძალადეები უმკაცრესად დაისაჯონ, პასუხი აგონ ძალადობის წამახალისებელმა პოლიტიკურმა და რელიგიურმა ლიდერებმა.

კიდევ ერთხელ, გამოვხატავ ჩემს უღრმეს წუხილსა და თანაგრძნობას, აგრეთვე სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას გიცხადებთ თქვენს რთულ საშიშ და უაღრესად მნიშვნელოვან საქმიანობაში. თქვენს წარმატებაზე გადის დღეს საქართველოს მომავლის, მისი ევროპული პერსპექტივის წარმატების შანსი.” – აცხადებს დავით ბაქრაძე.

კომენტარები
იტვირთება...