დათა პაპას სტიპენდია დაწესდება, რომელიც ოკუპაციის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსწავლეებს დაენიშნებათ

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკასთან მოქმედი “გურული დღიურების ფონდი “ოკუპაციის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსწავლეებს დათა პაპას სტიპენდიას დაუნიშნავს.

აღნიშნული ინიციატივით საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძე გამოდის.

“ბევრი ვიფიქრეთ, რა გაგვეკეთებინა ამ დიდი კაცი ხსოვნის პატივსაცემად და მცირე მოვიფიქრეთ. #გურულიდღიურებისფონდი დათა პაპას სტიპენდიას დააწესებს და მას ოკუპაციის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსწავლეებს დაუნიშნავს პერიოდულად” -წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში Facebook.

ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლოს, 88 წლის ასაკში გარდაცვლილ დათა პაპას დღეს დაკრძალავენ.

დათა ვანიშვილის სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი ოკუპანტებმა 2011 წელს მავთულხლართებით გაყვეს. მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნათესავები და ოჯახის წევრები ჰყავდა, სახლი მაინც არ დატოვა.

უკანონო გადაწყვეტილებას დათა პაპა სიცოცხლის ბოლომდე, 10 წლის განმავლობაში ებრძოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...