დათა ახალაიას ადვოკატი: “მაიმუნა” რომ ქვია ადამიანს, ყველაფერზე არ მეტყველებს?

შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს დავით ახალაიას შესაძლოა ბრალი დაუმძიმდეს. ამის შესახებ „აიპრესთან“ მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსმა პროკურორმა გიორგი კავსაძემ განაცხადა:

საქმე ეხება 2008 წლის 16 აგვისტოს ქუთაისში, ხაიშის სატყეო მეურნეობის 27 წლის რეინჯერის, დავით ცინდელიანის და იმავე წლის 27 აგვისტოს ზუგდიდში, სამხედრო კონტრდაზვერვის თანამშრომლის პაატა ქარდავას გაუჩინარების ფაქტებს. 6 წლიანი ძებნის შემდეგ, შსს-მ პაატა ქარდავასა და დავით ცინდელიანი საქმე გახსნილად გამოაცხადა და მათი მკვლელობის ფაქტზე, ბრალი აფხაზეთის კუდის მაშინდელ უფროსს რომან შამათავას წაუყენა. საქმეში ახალი მოწმეც გამოჩნდა, გიორგი ჩიქოვანი, მეტსახელად "მაიმუნა", რომელმაც პროკურატურას ინგლისიდან მისცა ჩვენება.

პროკურორ გიორგი კავსაძის განცხადებით, გიორგი ჩიქოვანის (მაიმუნას) ჩვენებიდან ირკვევა, რომ დავით ცინდელიანის და პაატა ქარდავას დაკავების ბრძანება 10 დღიანი შუალედით შსს-ს კონსტიტუციური დეპარტამენტის მაშინდელმა ხელმძღვანელამ დავით ახალაიამ გასცა. ორივე დაკავებული თბილისში უნდა ჩამოეყვანათ, თუმცა, მოგვიანებით ახალაიამ ორივე შემთხვევაში შეცვალა ბრძანება და დაკავებული რეინჯერი და სამხედრო კონტრდაზვერვის თანამშრომელი რომან შამათავას გადასცა.

შს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამეტის ყოფილი უფროსის დავით ახალაიასთვის ახალი ბრალის შესაძლო წაყენებასთან დაკავშირებით, „აიპრესი“ ახალაიას ადვოკატს ირაკლი ზაქარეიშვილს დაუკავშირდა. მისი თქმით, დავით ცინდელიანის და პაატა ქარდავას დაკავების, შემდეგ კი გაუჩინარების საქმეში დავით ახალაიას ბრალი არ მიუძღვის. პროკურატურას კი „ინჭორბიურო“ უწოდა.

„რატომ უნდა დაუმძიმდეს ბრალი?! მარტივად გეტყვით ძალიან დიდ აბსურდში არის გადავარდნილი პროკურატურა. მე რასაც ვაკვირდები, პროკურატურა საერთოდ ამოვარდნილია სამართლებრივი სივრციდან და ინჭორბიურო გახდა. გამოდიან, ლაპარაკობენ, ისვრიან ბრალდებებს. ის რასაც ქარდავას და ცინდელიანის საქმესთან დაკავშირებით ამბობენ, თითქოს დათა ახალაიამ გასცა მათი დაკავების ბრძანება შემდეგ კი დაკავებულების რომან შამათავასთვის გადაცემა, ეს არის სრული სისულელე. არ შეიძლება ვიღაცის ჭორებზე ადამიანს წაუყენონ ბრალდება. ადამიანს „მაიმუნა“ რომ ჰქვია, ეს სახელი თავად მეტყველებს ამ პიროვნებაზე.

– დათა ახალაიასთან პაატა ქარდავას და დავით ცინდელიანი სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ხომ არ გქონიათ საუბარი?

– არა არ მქონია. რადგან ეს არის სრული აბსურდი. რაც არ ყოფილა და არც ბუნებაში არ არსებულია, იმაზე მე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ ველაპარალები და არც მე მელაპარაკება. "მაიმუნას" თავში რა მოუვა და პროკურატურა რაში გამოიყენებს, ხომ არ შეიძლება ეს ჩემთვის ან ბატონი დავითისთვის იყოს განსჯის საგანი.

"მაიმუნების" ნალაპარაკებს ჰყვება პროკურატურა და ილაპარაკონ, კი ბატონო. თუ რამე აქვთ კონკრეტული ბრალდება წარმოადგინონ და მიიღებენ პასუხს. არ ყოფილა ასეთი რამ. სრული აბსურდია ის რასაც "მაიმუნას" ალაპარაკებენ.  "მაიმუნა" რომ ლაპარაკობს და პროკურატურა იმეორებს, ძალინ საინტერესი გარემოებაა, თუკი "მაიმუნა" და "მაიმუნები" რამეს ლაპარაკობენ დავით ახალაიაზე, პირიქით… სამარცხვინო ის იქნება ქება რომ დაუწყონ. "მაიმუნა" რომ გაგლანძღავს და ცილს გწამებს ეს არც საწყენია და არც სერიოზულად მისაღები."- განაცხადა ზაქარეიშვილმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად