დასუფთავების კვირეულის ფარგლებში ბათუმის N28-ე სკოლაში სხვადასხვა სახის აქტივობები მოეწყო

შპს „სანდასუფთავების“ ორგანიზებით დასუფთავების კვირეული გრძელდება.

კვირეულის ფარგლებში ქალაქ ბათუმის N28-ე საჯარო სკოლაში სხვადასხვა სახის აქტივობები მოეწყო. შპს „სანდასუფთავების“ დირექტორმა დავით დუმბაძემ ახალგაზრდებს გარემოს დაცვის შესახებ ტრენინგ-სემინარი ჩაუტარა. 28-ე საჯარო სკოლის IX-X-ა და X-ბ კლასის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე ისწავლეს რას ნიშნავს მდგრადი განვითარება, როგორ და რატომ უნდა მოუაროთ გარემოსა და ბუნებას.

მოგვიანებით მოსწავლეებმასკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად