დაშბაშის კანიონზე დაგეგმილმა პროექტმა მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ალგეთის ეროვნული პარკის ბუნების ძეგლზე – დაშბაშის კანიონზე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის მიხედვით, კანიონზე უნიკალური მინის ხიდის მოწყობა იგეგმება. ხიდზე ინფორმაცია ამჯერად ვებ-გვერდმა vesty.co.il – მა განათავსა და პროექტის ამსახველი ფოტო-მასალაც დაურთო თან.

პროექტს ებრაული კომპანა KASS LAND (იგივე Kass Group) ახორციელებს. პროექტის მთლიანი ღირებულება დაახლოებით 45 მილიონი დოლარია, ხოლო უშუალოდ ხიდის მშენებლობაზე 15 მილიონი დოლარი დაიხარჯება.

უნიკალური მინის ხიდი 2020 წლის აგვისტოში გაიხსნება. შუშის ხიდის შუაში იქნება განთავსებული ცაში დაკიდებული ბარი. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ღირსშესანიშანობის გახსნის შემდეგ წალკას მინიმუმ 2 მილიონი ვიზიტორი ეწვევა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად