დასავლეთ საქართველოში სწრაფი რეაგირების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ასეულის 5 ჯგუფია მობილიზებული

ქუთაისში, ბათუმში, ფოთსა და ზუგდიდში ძირითად საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სწრაფი რეაგირების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური (რქბ) დაცვის ასეულის 5 ჯგუფია მობილიზებული, რომელიც ამერიკელი და გერმანელი პარტნიორებისგან გადაცემული სპეციალური ტექნიკითა და აღჭურვილობითაა უზრუნველყოფილი.

სამხედრო ინჟინრები საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე ყველა შემავალ და გამავალ სატრანსპორტო საშუალებას დეზინფექციას სპეციალური ხსნარებით უტარებენ, პერიოდულად კი, მიმდებარე ტერიტორიის დეკონტამინაციასაც ახორციელებენ. რქბ დაცვის ასეულის სამხედროები უნიფორმისა და აღჭურვილობის სადეზინფექციო სამუშაოებს როტაციის წესით შეცვლილ პირად შემადგენლობასაც უტარებენ.

კორონავირუსის შესახებ მოქალაქეების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე სამხედრო მოსამსახურეები საინფორმაციო ბუკლეტებსაც არიგებენ, რომელიც თავდაცვის ძალებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრმა გადასცა.

მთელი საქართველოს მასშტაბით საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შემდეგ, თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა უკვე მეოთხე დღეა ქუთაისში, ბათუმში, ფოთსა და ზუგდიდში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად 24 საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მუდმივ რეჟიმში ახორციელებს მოქალაქეთა გადაადგილების კონტროლსა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად