დასავლეთ საქართველოში, ენერგო-პრო ჯორჯია კვლავ საგანგებო რეჯიმში მუშაობს

ენერგო-პრო ჯორჯიას ტექნიკური სამსახური და შესაბამისი ტექნიკა დასავლეთ საქართველოში მეორე დღეა მობილიზებულია და საგანგები რეჟიმში მუშაობს. ამის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას კომპანია “ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.

აღდგენით სამუშაოებში დახმარების მიზნით, კომპანიის აღმოსავლეთ საქართველოს ფილიალიდან დამატებითი ტექნიკური მრიგადები უკვე ჩავიდნენ დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რაიონებში. სტიქია გუშინ მთელი დღის განმავლობაში აზიანებდა ელექტროქსელს, ღამით კი ქარი განსაკუთრებით გაძლიერდა. ძირითადი დაზიანებები გამოწვეულია იმით, რომ მოგლეჯილი ხეები ეცემოდა ელექტროგადამცემ ხაზებს.

გუშინ საღამოსთვის დასაქავლეთ საქართველოში, აბონენტების ნაწილისთვის მოხერდხა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა, თუმცა, ღამით, ქარის განსაკუთრებით გაძლიერების გამო, კვლავ მოხდა ელექტროქსელის დაზიანება.

ენერგო-პრო ჯორჯია განაგძობს საგანგებო რეჟიმში მუშაობას, დღის განმავლობაში აბონენტების უმრავლესობას მიეწოდება ელექტროენერგია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...