დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მოძრაობა ნაწილობრივ შეფერხებულია

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მონაკვეთზე ავტომობილი იწვის. როგორც “აიპრესს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მოძრაობა დროებით ნაწილობრივ შეფერხებულია.

ცნობისთვის, ადგილზე სასწრაფო და სახანძრო ბრიგადებს ელოდებიან. ცეცხლი მსუბუქ ავტომობილს მოძრაობისას გაუჩნდა.
როგორც “აიპრესს”-ს საგანგებო სიტუაციების მმართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...