დასავლეთ გერმანიაში უცნობმა პირმა გამვლელებში ცეცხლი გახსნა

უცნობმა პირმა ქაოტური სროლა მოაწყო გერმანიის დასავლეთით, ბონის მახლობლად, გერმანიის ქალაქ მეკენჰაიმში (ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალია). ამის შესახებ DPA წერს.

ადგილზე მისულმა სპეცრაზმმა მსროლელის ლიკვიდაცია მოახდინა, ის ჭრილობისგან გარდაიცვალა. მისი ქმედებების მოტივები ჯერ კიდევ უცნობია, ვინაობა დგინდება. ოპერაციის დროს დაშავდა სამართალდამცავი.

განგაში პოლიციის განყოფილებაში შევიდა კვირას დაახლოებით 21:00 საათზე. თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელმა პისტოლეტი ამოიღო და ქუჩაში ცეცხლი გახსნა. პოლიციამ მოითხოვა გამაგრება და გადაკეტა მიმდებარე ქუჩები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად