დასახელდნენ მოჭიდავეები, რომლებიც იასპარეზებენ რომში, ევროპის ჩემპიონატზე

20 თებერვალს, რომში, ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი აიღებს სტარტს

ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდი მონაწილეთა სიებს აქვეყნებს.

 
14-16 თებერვალს ხალიჩაზე გამსვლელ სხვა ქვეყნის თავისუფალი სტილით მოჭიდავეებთან ერთად, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდის მიხედვით, შემდეგი ქართველი სპორტსმენები იასპარეზებენ:
 
57კგ – ოთარ გოგავა
61 კგ – ბექა ლომთაძე
65 კგ – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი
70კგ – მირზა სხულუხია
74კგ – ავთანდილ კენჭაძე
79კგ – ზურაბ ერბოწონაშვილი
86კგ – დათო მარსაგიშვილი
92კგ – ირაკლი მწითური
97კგ – ელიზბარ ოდიკაძე
125კგ – გენო პეტრიაშვილი
 
57კგ წონით კატეგორიაში ოთარ გოგავასთან ერთად ხალიჩაზე გამოვლენ: მსოფლიო ორგზის ჩემპიონი ზაურ უგაევი (რუსეთი), ევროპის ჩემპიონატების პრიზიორები გეორგი ვრანგელოვი (ბულგარეთი), ანდრეი დუკოვი (რუმინეთი), სტევენ ანდრია მიჩიჩი (სერბეთი), ქართული საჭიდაო სკოლის აღზრდილები, გამოცდილი მოჭიდავეები ლევან მეტრეველი ვართანოვი (ესპანეთი) და გივი დავიდოვი (იტალია) და სხვები.
 
61 კგ წონით კატეგორიაში ბექა ლომთაძეს პირველობას შეეცილებიან: ევროპის ჩემპიონი არსენ ჰარუთინიანი (სომხეთი), მსოფლიო თასის პრიზიორი და ევროპული თამაშების ჩემპიონი ალექსანდრ ბოგომოევი (რუსეთი), ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი ადრიან ვოკი (ფინეთი)
 
65კგ წონით კატეგორიაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილს მეტოქეობას გაუწევენ: მსოფლიო ჩემპიონი გაჯიმურად რაშიდოვი, მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი ისმაილ მუსუკაევი (უნგრეთი), ევროპის ჩემპიონატის პრიზიორები სელაჰატინ კილიცსალაიანი (თურქეთი), დავიდ ჰაბატი (სლოვენია) და სხვები.
 
70 კგ წონით კატეგორიაში მირზა სხულუხია მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორ, ევროპის ჩემპიონ და პრიზიორ მაგომედმურად გაჯიევთან (პოლონეთი) და ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი ისრაილ კასუმოვითან (რუსეთი) ერთად იჭიდავებს.
 
74კგ წონით კატეგორიაში ავთანდილ კენჭაძის მეტოქეები იქნებიან: ორგზის მსოფლიო, ევროპის და ევროპული თამაშების ჩემპიონი ზაურბეკ სიდაკოვი (რუსეთი), მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი (აქ და სხვაგანაც მითითებულია მხოლოს ამჟამინდელ წონაში მოპოვებული მედლები -“აიპრესი”) ფრანკ ჩამიზო (იტალია), ოლიმპიური თამაშების და მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი, ევროპის მრავალგზის ჩემპიონი სონერ დემირტაში (თურქეთი) და სხვები.
 
79კგ წონით კატეგორიაში ზურაბ ერბოწონაშვილი მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორ და ევროპის ჩემპიონ ჯაბრაილ ჰასანოვთან (აზერბაიჯანი) და მსოფლიო თასის მფლობელ მაგომედ რამაზანოვი (რუსეთი) ერთად იბრძოლებს გაამარჯვებისთვის
 
86 კგ წონით კატეგორიაში დათო მარსაგიშვილს პირველობას  შეეცილებიან: მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი და ევროპის ჩემპიონი არტურ ნაიფონოვი (რუსეთი), მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი ფატიჰ ერდინი (თურქეთი), მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი ბორის მაკოევი (სლოვაკეთი), ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი პიოტრ იანულოვი (მოლდოვა). ამ წონაში უკრაინელთა ნაკრებში იჭიდავებს ილია არჩაია.
 
92კგ წონით კატეგორიაში ირაკლი მწითურის ყველაზე ტიტულოვანი მოწინააღმდეგე მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი ზბიგნევ მატეუშ ბარანოვსკი (პოლონეთი) იქნება.
 
97კგ წონაში იასპარეზებენ: ელიზბარ ოდიკაძე, ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, მსოფლიო და ევროპის პირველობის მრავალგზის ჩემპიონი აბდულრაშიდ საიდულაევი (რუსეთი), ოლიმპიური თამაშების პრიზიორი ალბერტ სარიტოვი (რუმინეთი), მსოფლიო ჩემპიონატის არაერთგზის პრიზიორი და ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებული პაველ ოლეინიკი (უნგრეთი), მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორები აბრაამ დე ხესუს კონედუ რუანო (იტალია), მაგომედგაჯი ნუროვი (ჩრ. მაკედონია), ევროპული თამაშების და ევროპის ჩემპიონატის რანდენიმეგზის პრიზიორი მაგომედ გაჯიევი (აზერბაიჯანი). ამ წონით კატეგორიაში უკრაინელთა ნაკრებში იჭიდავებს მურაზ მჭედლიძე
 
125 კგ წონით კატეგორიაში გენო პეტრიაშვილის მეტოქეები იქნებიან: მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორები ლევან ბერიანიძე (სომხეთი), ჯამალადინ მაგომერდოვი (აზერბაიჯანი), ალექსანდრ ხოციანოვსკი (უკრაინა), ევროპის ჩემპიონატის პრიზიორები დანიელ ლიგეტი (უნგრეთი), რობერტ ბარანი (პოლონეთი) და სხვები.
 
10-12 თებერვალს საჭიდაო ხალიჩებზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავები გავლენ
 
ქართველი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ევროპის პირველობაზე ასეთი შემდეგენლობით არიან წარდგენილები:
 
55კგ – ნუგზარ წურწუმია
60კგ – ამირან შავაძე
63კგ – ლევან ქავჟარაძე
67კგ – გიორგი შოთაძე
72კგ – იური ლომაძე
77კგ – დემურ ქავთარაძე
82კგ – ლაშა გობაძე
87კგ – თორნიკე ძამაშვილი
97კგ – რევაზ ნადარეიშვილი
130კგ – ლევან არაბული
 
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებში რამდენიმე ქვეყნის ნაკრების განაცხადში ეთნიკურად ქართველ სპორტსმენებს ვხვდებით. კერძოდ, 97 კგ წონაში იასპარეზებენ ნიკოლოზ კახელაშვილი (იტალია) და მიხაილ ქაჯაია (სერბეთი), ხოლო 130 კგ წონაში კი ზურაბ გედეხაური (რუსეთი). ერთ მათგანს – მიხეილ ქაჯაიას, უკვე აქვს მოპოვებული ოლიმპიური თამაშების ლიცენზია.
 
რაც შეეხება ზურა დათუნაშვილს, სერბეთის სერბეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ჟელკო ტრაიკოვიჩი ჯერ კიდევ 8 იანვარს, “Спортски журнал”-თან ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ დათუნაშვილს სერბეთის პასპორტის მიღების პროცედურის დასრულებასთან ერთად, კუბაში მიმდინარე შეკრებაზე, ნიკოლაი გეორგიევ დობრევთან კონკურენციაში მოუწევდა ნაკრებში ადგილის დამკვიდრებისთვის ბრძოლა და რომში მათ შორის უძლიერესი გაემგზავრებოდა. ჭიდაობის საერთაშორიო ფედერაციის ვებგვერდზე, 87კგ წონით კატეგორიაში, სერბეთის ჭიდაობის ფედერაციას წინასწარ განაცხადში ორივე სპორტსმენი ჰყავს შეყვანილი და როგორც ჩანს, უახლოეს ორ-სამ დღეში გააკეთებენ არჩევანს რომელიმე მათგანის სასარგებლოდ.
 
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ქართველ მოჭიდავეებს 12-დან 4 ოლიმპიური ლიცენზია აქვთ მოპოვებული – ორი თავისუფალი და ორი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს. ორივე კატეგორიის მოჭიდავებს ლიცენზიები მძიმე წონებში აქვთ მოპოვებული ხოლო დანარჩენ ოთ-ოთხ წონით კატეგორიაში ლიცენზიების მოსაპოვებლად წინ კიდევ ორი ტურნირია, თითოეული ორ-ორი ადგილით ოთხ-ოთხ ოლიმპიურ წონაში – 19-22 მარტის ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირი ბუდაპეშტში და 30 აპრილ-3 მაისს მსოფლიო საკვალიფიკაციო ტურნირი სოფიაში.
 
ოლიმპიურ თამაშებზე 57-65-74-86-97-125კგ წონითი კატეგორიების თავისუფალი სტილით და 60-67-77-87-97-130კგ წონითი კატეგორიების ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ.
 
მოამზადა რაულ კაპანაძემ
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად