დარიალის ხეობაში სტიქიის საშიშროების გამო, 19 საათიდან მოძრაობა აიკრძალება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, დარიალის ხეობაში სტიქიის საშიშროების გამო, ღამით ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნულ მონაკვეთზე საღამოს 19:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე შეწყდება. დღის დანარჩენ პერიოდში კი ავტომანქანების მოძრაობა მხოლოდ უწყვეტად გავლის რეჟიმში იქნება შესაძლებელი.  

"საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის  კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე სტიქიური პროცესების გააქტიურების საშიშროებაა, რის გამოც  2015 წლის 6 ივნისიდან აღნიშნულ  მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება 19:00 საათიდან 07:00 საათამდე. ხოლო დღის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია",-აღნიშნულია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...