დარეჯანის სასახლის რეაბილიტაცია იწყება

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“დღეიდან ვიწყებთ დარეჯანის სასახლის რეაბილიტაციას. ვფიქრობთ, ესაა კიდევ ერთი, განსაკუთრებული მნიშვნელობის პროექტი, რომლის განხორციელება ამ არეალს კიდევ უფრო საინტერესოს და მიმზიდველს გახდის”- განაცხადა კახა კალაძემ.

ცნიბისთვის, პროექტის განხორციელებას ჯამში 16 თვე და ორ მილიონამდე ლარი დაჭირდება.

ამ პერიოდში კეთილმოეწყობა ეზოს ტერიტორია, რეაბილიტირდება ერეკლე მეფის აბანო, გალავანი და დრენაჟი. გარდა ამისა, განხორციელდება ფერისცვალების ეკლესიის კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები, რომელიც 51 157 ლარი ჯდება

ეზოს ტერიტორიის რეაბილიტაცია ითვალისწინებს:

1. რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობას ლითონის ცხაურებით და ჭებით;
2. წვეთოვანი სარწყავი სიტემის მოწყობას;
3. გარე განათების სისტემის დეკორატიული სანათების მოწყობას;
4. მწვანე ნარგავების დაცვას;
5. ლითონის კარებისა და ჭიშკრის გაწმენდა და ახლიდან შეღებვას.
6. ეზოში არსებული მაღალი ტერასის დაშლას და ნაყარი მიწის გატანას.

რაც შეეხება ერეკლეს აბანოს, აქ:

1. გაიწმინდება დანალექი მიწებისაგან და მცენარეებისაგან;
2. შესრულდება კონსტრუქციული სამუშაოები;
3. აბანოს იატაკზე მოეწყობა რკინა-ბეტონის ფილები;
4. რესტრავრირდება აბანო;

გალავანი და დრენაჟის შემთხვევაში იგეგმება:

1. გაწმენდითი სამუშაოები
2. გალავნის გარე და შიდა მხარის რესტავრაცია;
3. გარედან მიდგმული ჭის დანგრევა (აღდგება მცირე ზომის ჭა აგურით);
4. გალავნის საძირკვლის გაძლიერება ყორე ბეტონით;
5. მიწის სამუშაოები;
6. დრენაჟის მილების მოწყობა გალავნის ქვეშ;
7. ბეტონის სამუშაოები შიდა მხრიდან დიდ სიღრმეებზე ჩასხმით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად