დარეჯან ცხვიტარია: ფოთში მხოლოდ ქარი ტრიალებს, ხელისუფლება უმოქმედოდაა

ფოთში, საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა. “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, დარეჯან ცხვიტარიამ ადგილობრივი ხელისუფლება უუნარობაში და უმოქმედობაში დაადანაშაულა. ცხვიტარია საკრებულოს სხდომის დასრულებამდე პლაკატით ხელში, ფეხზე იდგა და პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვდა.

„ხელისუფლების უზნეობას ვაპროტესტებ, რომ ხალხი გახარიას გადადგომას ითხოვდა და პრემიერ მინისტრად დაინიშნა. არაფრის მაქნისი ხელისუფლებაა, განსაკუთრებით ფოთში. უმოძრაობის ხანაა, არაფერი არ არსებობს ამ ქალაქში, მარტო ქარი ტრიალებს, თორემ ესენი უმოქმედოები არიან“ – განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.

საკრებულოს თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მმართველი გუნდი ოპოზიცის ბრალდებებს პოზიტივით უპირისპირდება.

“სწორედ ეგ არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, როდესაც ოპოზიცია თავისუფლად გამოთქვამს თავის აზრს. რა თქმა უნდა ჩვენ ვითვალისწინებთ მათ ნათქვამს, მაგრამ რაც შეეხება ბრალდებებს, ამას ყოველთვის პოზიტივით ვუპირისპირდებით,იმიტომ რომ ბევრი პოზიტივია ჩვენს გარშემო და ამ პოზიტივით უნდა გადავფაროთ ოპოზიციის ნეგატიური დამოკიდებულება და ეს ყველაფერი ჰარმონიულად ქმნის სწორედ იმ დემოკრატიულ პროცესს, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, რომელიც თითოეულ ადამიანზეა ორიენტირებული.დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოსახლეობა ამას გაითვალისწინებს და 2020 წელს სწორ არჩევანს გააკეთებს“ – აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი კაკულიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად